„ტურინის იუვენტუსის" იტალიელმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ „ბარსელონაზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს და ბებერი ქალბატონები 150% დაიხარჯებიან რათა გამარჯვებას ეზიარონ.
„ბარსელონა" დიდი გუნდია, თუმცა ჩვენ 150% დავიხარჯებით რათა მივაღწიოთ წარმატებას. ფინალს ფავორიტი არ ყავს და ყველაფერი მხოლოდ მოედანზე გადაწყდება. არ ვაპირებ ჩემს მომავალზე საუბარს მაშინ, როდესაც ფინალი მოახლოვდა. ისევე როგორც „ბარსამ" ჩვენც 2 ტიტულს დავეუფლეთ ახლა კი ვნახოთ ვინ მოხსნის „ჯეკპოტს", ვინ დადებს ტრიპლეტს." - დაასრულა პოლ პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება შაბათს, 6 ივნისს, თბილისის დროით 22:40 წუთზე.