ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 480
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.03.2015, 9:58 PM
05.07.2024, 5:12 PM

5 საინტერესო ფაქტი, რაც გასული სეზონიდან ვისწავლეთ

კატეგორია: სიახლეები

დასრულდა 2014/15 წლების ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი. ამ სეზონიდან ბევრი დასამახსოვრებელი ფაქტი შემოგვრჩა. GEOSPRTNEWS გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს, რაც გასული სეზონიდან ვისწავლეთ.

ახალგაზრდა ვარსკვლავების გაყიდვა ზოგჯერ გუნდისთვის შედეგიანია

“საუთჰემპტონმა” გასულ ზაფხულს რვა წამყვანი ფეხბურთელი და მწვრთნელი გაუშვა გუნდიდან, თუმცა, გასულ სეზონში ისინი ბოლო ტურებამდე იბრძოდნენ ევროტურნირებზე გასასვლელად. მიუხედავად პრობლემებისა, როლანდ კუმანის გუნდისთვის ეს წელი ძალიან კარგი გამოდგა.

მსაჯების შეცდომები პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე

ამ სეზონში შესამჩნევი იყო მსაჯების შეცდომები ინგლისის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ამან ზოგ მატჩზე დიდი ზეგავლენა იქონია. პრემიერლიგაში ხშირ შემთხვევებში არბიტრები არ დებდნენ თერთმეტმეტრიანებს. ამის გამო, მათ ხშირად აკრიტიკებდა ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.

კრიშტიანო რონალდუ და ლეო მესი კვლავ შეუჩერებლები არიან

უკვე რამდენიმე წელია, ეს ორი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთში დომინირებს. გასულ სეზონში კრიშტიანო რონალდუ ლა ლიგის ბომბარდირი გახდა და, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორიც გახდეს მესისთან ერთად. არგენტინელი ფეხბურთელი კი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად და კიდევ ერთი წარმატების მისაღწევად იბრძვის. ისინი კვლავ შეეცდებიან, მოიპოვონ ოქროს ბურთი.

განსხვავება ევროტურნირებსა და შიდა ჩემპიონატს შორის

გასულ სეზონში საოცარ ფორმაში იყო “ვოლფსბურგი”. გუნდმა ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა, ევროპა ლიგაზე მათ საშინელი თამაში აჩვენეს და “ნაპოლისთან” ორი მატჩის ჯამში 6-3 დამარცხდნენ.

ბევრი დახარჯული ფული და წარუმატებელი სეზონი

მანჩესტერ “იუნაიტედმა” გასულ ზაფხულს გუნდში ცვლილებები შეიტანა. მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი დაინიშნა, ასევე, მათ რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დაიმატეს, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, წელს მანჩესტერი ტიტულის გარეშე დარჩა. მეტიც, მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც არ აქვთ გარანტირებული. “წითელი ეშმაკები” ფლეი-ოფის მეშვეობით შეეცდებიან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშს.

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება