ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 497
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.01.2015, 11:49 PM
05.19.2024, 4:40 PM

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

კატეგორია: ტრანსფერები

ჩელსი ალდერვეილდს აკვირდება

ლონდონის "ჩელსი" ტობი ალდერვეირელდის გადაბირებაზე ფიქრობს. ბელგიელმა მცვლემა გასული სეზონი "საუთჰემპტონში" გაატარა, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები "ატლეტიკოს" ეკუთვნის.

მბია ტრაბზონს ელაპარაკება

"სევილიას" კამერუნელი ნახევარმცველი სტეფან მბია, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა, თურქეთში იმყოფება. ფეხბურთელში კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს "ტრაბზონსპორთან" აწარმოებს.

კლოზე ჩემპიონთა ლიგის გამო რჩება

"ლაციოს" გერმანელი ფორვარდი მიროსლავ კლოზე რომაულ კლუბში დარჩენაზე დაფიქრდა. შეგახსენებთ, რომ არწივებმა იტალიის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგაში მოიპოვეს თამაშის უფლება. გამოცდილი შემტევიც სწორედ ამის გამო დაფიქრდა გუნდში დარჩენაზე.

ოჩოა მალაგას ემშვიდობება

მექსიკელი მეკარე, გილერმო ოჩოა დიდი ალბათობით "მალაგას" დატოვებს. გასული მუნდიალის ერთ-ერთმა მთავრმა გმირმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა

იუვე სტორარის უშვებს

ტურინის "იუვენტუსი" მარკო სტორატისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. გამოცდილი მეკარე იტალის ჩემპიონის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ბუფონის შემცვლელი კი ფლორენციული კლუბის კარის დარაჯი, ნეტო გახდება.

 

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება