ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 415
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.01.2015, 1:23 AM
05.19.2024, 7:35 PM

მჭედლიძემ “ინტერს” დუბლი შეუსრულა

კატეგორია: SERIA A

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ერთმანეთს მილანის “ინტერი” და “ემპოლი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, მასპინძელთა გამარჯვებით 4-3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ “ინტერის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა “ემპოლის” ქართველმა ლეგიონერმა ლევენ მჭედლიძემ, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და დუბლიც შეასრულა. მან მეტოქის კარი 59-ე და 88-ე წუთებზე აიღო.

2014/15 წლების სერია ა-ს სეზონში ლევან მჭედლიძემ “ემპოლის” რიგებში 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ “პოლონეთთან” გასამართი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ის 24 კაციან სიაში შეიყვანა.

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება