ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 406
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.02.2015, 7:40 PM
05.19.2024, 1:02 PM

მოურინიო ტიროდა… სად არის ვირთხა? ვინ არის? რატომ მიღალატეთ? აღარ მინდა თქვენი დანახვა!

კატეგორია: სიახლეები

ჟოზე მოურინიო “რეალ მადრიდს” სათავეში 2010-2013 წლებში ედგა. 2011-ში პორტუგალიელმა სპეციალისტმა კონკრეტულად “ბარსელონასთან” მატჩისთვის პეპე ნახევარდაცვაში დააყენა. ეს ტაქტიკური მონახაზი მხოლოდ მოუმ და “რეალის” მოთამაშეებმა იცოდნენ, არა და, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სქემა ესპანურ გაზეთებში, მატჩისწინა მიმოხილვაში გამოჩნდა…

თავიდან აცხადებდნენ, რომ მოურინიოს “რეალის” კაპიტანში, იკერ კასილასში ეპარებოდა ეჭვი, თუმცა გუნდის იმდროინდელმა მეორე გოლკიპერმა, იერჟი დუდეკმა განაცხადა, რომ სეუ ჟოზემ ხელი ესტებან გრანეროს და კიდევ რამდენიმე “უცნობს” დაადო!

“2 წლის წინ წავიკითხე, რომ ესპანური პრესა “რეალის” გასახდელში “ვირთხას” (გამყიდველს) ეძებდა. საუბარია 2011 წელს “ბარსელონასთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩზე, რომელიც ფრედ, 1:1 დავასრულეთ”,-აცხადებს დუდეკი.

კლუბში იყო ფეხბურთელი, ვისაც ინფორმაცია გამოჰქოდა გასახდელიდან და პრესას უყვებოდა.

“მოურინიო გასახდელში შემოვიდა და თქვა, რომ შედეგი ცუდი არ იყო. მართლაც, რაულ ალბიოლის გაძევების შემდეგ, თითქმის მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ვითამაშეთ.

შემდეგ მან დაამატა: “ვხედავ, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვთ მედიასთან. მათგან მოვისმინე, რომ მატჩის წინა შეხვედრები არ გინდათ, არასწორად ვვარჯიშობთ და არც ჩვენი ტაქტიკური წვრთნებია საკმარისად კარგი.

თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე ჩავრთე ჩემი ტელევიზორი და რა ყლ**ბას ვხედავ? მათ ჩვენი გუნდის განლაგება იცოდნენ.”

ამის შემდეგ მოურინიომ ყვირილი დაიწყო: “როგორ გავაკვირვებთ მათ, თუ კი გუნდში ვირთხა გვყავს? დიახ, დიახ, ვირთხა! ვიღაცამ გაავრცელა ინფორმაცია ჩვენს სასტარტო 11-ეულის შესახებ მატჩის დაწყებამდე.

მათ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცოდნენ. მთელი კვირა ვვარჯიშობდით. გვინდოდა, მეტოქესთვის სიურპრიზი შეგვეთავაზებინა, რაღაც შეგვეცვალა. პეპე ცენტრში დავაყენეთ ლიონელ მესის წინააღმდეგ სათამაშოდ და იმაზე ვსაუბრობდით, რომ პეპემ იცის, როგორ გაუმკალვდეს მას.

მან იცის, როდის მისცეს წინსვლის უფლება. ასე რომ, ის აღარ არის ჩვენთვის საშიში, როცა ბურთი აქვს. ჩვენ აღარ ვვარდებით პანიკაში. აი, ამიტომ უნდა ეთამაშა პეპეს ნახევარდაცვაში, სწორია? ნამდვილად სწორია! და ყველაფერი ბრწყინვალედ იყო. რატომ არ უნდა ემუშავა ამას?”

ხმა არავის ამოუღია, მაგრამ მოურინიომ კვლავ განაგრძო ყვირილი: “მე ყოველთვის თქვენზე წინ ვარ, წინა ხაზზე და ყველაფერს ვაკონტროლებ, როგორც გენერალი. თქვენ გამო ცეცხლშიც კი წავალ. ჩვენ შეტევა უნდა განგვეხორციელებინა მათზე, როცა ვიღაცამ ზურგში დანა ჩამარტყა. ერთ-ერთმა თქვენგანმა ჩამარტყა დანა ზურგში თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი!”

მოურინიოს თვალზე ცრემლი მოადგა… არასდროს მინახავს ასე აღელვებული, ასეთი ემოციური… და მან კვლავ დაიყვირა: “სად არის ვირთხა? ვინ არის? ვინ შეიძლება იყოს? იქნებ ეს შენ ხარ?” და ამ დროს მოურინიომ შეხედა ესტებან გრანეროს, რომელიც მადრიდშია დაბადებული.

მოურინიომ განაგრძო: “ვირთხა შეიძლება ის იყოს, ვინც აქ უკვე დიდი ხანია თამაშობს.” მან შეხედა 3 ან 4 სხვა ფეხბურთელს და დაამატა: “როგორ შეგეძლოთ, დაგენგრიათ ყველაფერი, რაზეც მთელი კვირა ვმუშაობდით?”

“თქვენ მე მიღალატეთ. საკუთარ თავებს, ოჯახებს და მეგობრებს უღალატეთ. ამ დედა მო***ულ წყაროს მივაგნებ, მაგრამ არც კი ვიცი, მჭირდება თუ არა. ამის დედაც, დავიღალე თქვენით! ავად გავხდი! აღარ მინდა თქვენი დანახვა!”

მოურინიომ ბოთლი აიღო, კედელს ესროლა, კარი გაიჯახუნა და გავიდა”.

ნათარგმნია სპეციალურად GEOSPOERNEWS -სთვის, წყარო: GOAL.com

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება