ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 441
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.03.2015, 2:05 PM
05.19.2024, 1:48 PM

ფეხბურთელები, რომლებმაც გასულ სეზონში გულშემატკივრები გააოცეს

კატეგორია: სიახლეები

ასულ სეზონში რამდენიმე ფეხბურთელმა, ყველსგან მოულოდნელად, გაიბწყინა. მაგალითად, “ტოტემჰემის” ფორვარდისთვის ჰარი კეინისთვის ეს წელი საოცარი მოდგა და ახლა მისი სატრანსფერო ფასი გასულ წელთან შედარებით, ბევრად მაღალია.

საფეხბურთო საიტი Goal.ge გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებმაც გასულ სეზონში გულშემატკივრები გააოცეს.

ჰარი კეინი

21 წლის ინგლისელი ფეხბურთელი “ტოტენჰემის” საკუთრება 2009 წლიდანაა, თუმცა ის რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში ის “მამლებს” დაუბრუნდა და ძალიან კარგი სეზონიც ჩაატარა. 2014/15 წლების პრემიერლიგის სეზონში კეინმა 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ აგუეროს ჩამორჩა. ამ გოლებიდან კი უმეტესობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა გუნდისთვის. კეინი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული და ახლა იქ შეეცდება თავის გამოჩენას.

ივან რაკიტიჩი

გასულ წელს კატალონიის “ბარსელონამ” “სევილიადან” ხორვატი ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი იყიდა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი ძალიან მალე დაიმკვიდრა. გასული სეზონი რაკიტიჩისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ ხავის არ ყოფნა გუნდს დიდაც არ დატყობია.  ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი შეცვლაზე სწორედ რაკიტიჩის ნაცვლად გამოდიოდა.

ჯონ ტერი

უცნაურია, მაგრამ ამ სიაში მოხვდა ლონდონის “ჩელსის” ვეტერანი მცველი ჯონ ტერი. აღსანიშნავია, რომ მან პრემიერლიგის გასულ სეზონში აბსოლუტურად ყველა მატჩი ითამაშა შეუცვლელად და დაამყარა რეკორდი. 34 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში ხუთი გოლის გატანა შეძლო.

ფრანცის კოკლენი

სეზონის დასაწყისში ფრანგ ფეხბურთელს “არსენალის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არავინ მიიჩნევდა, თუმცა სეზონის მსვლელობისას მან რამდენიმე მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, რის შედეგადაც ის მეთოფეთა შეუცვლელ ფიგურად იქცა. კოკლენმა პრემიერლიგის გასულ სეზონში სამი გოლი გაიტანა.

ალვარო მორატა

გასული სეზონის აღმოჩენა “იუვენტუსის” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თავისი ყოფილი გუნდის, “რეალის” წინააღმდეგ საუკეთესო იყო. მან ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა და გუნდი ფინალში გაიყვანა. ამის გარდა, მორატამ იტალიის ჩემპიონატში რვა გოლი გაიტანა.

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება