ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 526
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.03.2015, 9:57 PM
05.07.2024, 11:49 PM

ფეხბურთელები, რომლებმაც ტიტული თამაშის გარეშე მოიგეს

კატეგორია: სიახლეები

ზოგიერთმა ფეხბურთელმა სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა, მისმა გუნდმა მაინც მიაღწია წარმატებას. Goal.ge გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებმაც ტიტული თამაშის გარეშე მოიგეს.

ალექსანდერ ბიუტნერი – ჰოლანდიელი მცველი მანჩესტერ “იუნაიტედმა” “ვიტესიდან” 2012 წელს აიყვანა, თუმცა, მას თამაშის საშუალება, პრაქტიკულად, არ მისცემია, რადგან “წითელ ეშმაკებს” მის პოზიციაზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელი, პატრიკ ევრა ჰყავდათ. მიუხედავად ამისა, ბიუტნერმა გუნდთან ერთად პრემიერლიგის ტიტული მოიპოვა.

პეპე რეინა – მიუნხენის “ბაიერნმა” გასულ სეზონში რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ბუნდესლიგის ტიტული, საუკეთესო მეკარედ კი მანუელ ნოიერი დაასახელეს. “ბაიერნის” ესპანელ კიპერს, პეპე რეინას კი ძალიან ცოტა დრო ეძლეოდა თავის გამოსაჩენად. თუმცა, მან კარიერაში პირველად მოახერხა ბუნდესლიგაში წარმატების მიღწევა.

ანდრე შურლე – ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ვოლფსბურგმა” ლონდონის “ჩელსისგან” გერმანელი ფეხბურთელი ანდრე შურლე იყიდა. არისტოკრატებმა 2014/15 წლების სეზონში პრემიერლიგის ტიტული მოიგეს და, რა თქმა უნდა, კუთვნილი მედალი შურლესაც გადაეცა, რადგან პირველ წრეში ის “ჩელსის” ფეხბურთელი იყო.

თომაშ ვერმაელენი – დაცვის გაძლიერების მიზნით, გასულ ზაფხულს კატალონიის “ბარსელონამ” “არსენალიდან” თომაშ ვერმაელენი აიყვანა, თუმცა, ბელგიელი მცველის დებიუტი მის ახალ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში შედგა, მაშინ, როდესაც “ბარსელონას” ლა ლიგის ტიტული უკვე განაღდებული ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ვერმაელენმა “ბარსელონასთან” ერთად პირველივე სეზონში  შეძლო ტიტულის მოგება.

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება