ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 469
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.02.2015, 2:03 PM
05.19.2024, 5:32 PM

პეპემ ვერ მოითმინა და „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაამხილა!

კატეგორია: LigaBBVA

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, პეპემ ისაუბრა "სამეფო კლუბის" პოტენციურ ახალ თავკაცზე, რაფაელ ბენიტესზე. მოგეხსენებათ, რომ კარლო ანჩელოტის ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ესპანელი სპეციალისტი შეცვლის, რომელმაც "ნაპოლი" უკვე დატოვა.

"ბენიტესი - კარგი მწვრთნელია, რომელმაც ყველა გუნდთან ერთად მიაღწია წარმატებას, სადაც იმუშავა, განსაკუთრებით "ლივერპულში". თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ პრესა საუბრობს ამაზე. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. სამწუხაროა, რომ ანჩელოტი წავიდა "რეალიდან", რადგან ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია. თუმცა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მას კარგ დასვენებას ვუსურვებთ. კარლო ანჩელოტიმ, წასვლის წინ გვითხრა, რომ ძალიან მოსწონდა ჩვენთან ერთად მუშაობა და დიდი სიხარული მივანიჭეთ, როდესაც მოვიგეთ დესიმა", - განაცხადა პორტუგალიელმა.

 

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება