ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 437
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 05.31.2015, 7:08 PM
05.19.2024, 4:10 PM

პრიმერა დივიზიონი: ტოპ 10 სატრანსფერო ჭორი

კატეგორია:

10.  დენი ინგზი “რეალ სოსიედადში”

“რეალ სოსიედადის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ზაფხულში მისი მთავარი მიზანი შეტევის ხაზის გაძლიერება იქნება. უცხოური გავლენიანი პრესის თანახმად, ზაფხულში ესპანელთა მთავარი სატრანსფერო მიზანი სწორედ “ბარნლის” ფორვარდი, დენი ინგზი იქნება. მიუხედავად ამისა, ბურუსითაა დაფარული თუ რამდენად მოახერხებს ინგზი “რეალ სოსიედადში” წამყვანი ფორვარდის როლის შეთავსებას.

9. დანიელ ალვესი “მანჩესტერ იუნაიტედში”

სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე დანიელ ალვეშის თაობაზე უამრავი ჭორი დადიოდა. თავიდან ბრაზილიელ განაპირა მცველს “პსჟ”-სთან კონტრაქტის გაფორმებას უწინასწარმეტყველებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ალვეშმა თამაშს აშკარად მოუმატა, ბევრი გამოცემა წერდა, რომ ის “ბარსელონასთან” კიდევ 1 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერდა ხელს, ხოლო ამჟამად ბრაზილიელ მცველს “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ. ალვეშის აგენტი აცხადებს, რომ თავისი კლიენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი გუნდი ამ ეტაპზე სწორედ ინგლისური გრანდი იქნება.

8.ანტუან გრიზმანი “ჩელსიში”

The Mirror-ზე დაყრდნობით, ლონდონის “ჩელსიმ” “ატლეტიკოსთან” ანტუან გრიზმანის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაასრულა. ჯერჯერობით სატრანსფერო თანხა ცნობილი არ არის, თუმცა ზემოთ ხსენებული წყაროს ცნობით, “არისტოკრატებს” გრიზმანის ტრანსფერი არანაკლებ 50 მლნ ევრო დაუჯდათ.

7. პოლ პოგბა “რეალში”

უკვე დიდი ხანია, რაც ფრანგი სუპერტალანტის “რეალში” გადასვლაზე ჭორები ვრცელდება. უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ პოგბა “იუვენტუსს” ზაფხულში დატოვებს. “რეალი” კი პოგბას ყველაფერს სთავაზობს იმისათვის, რომ ფრანგმა ჰავბეკმა კარიერა სწორედ “სამეფო კლუბში” გააგრძელოს.

6. სერხიო აგუერო “რეალში”

მადრიდულმა კლუბმა შემტევი ხაზი შესაძლოა “სიტის” ამჟამინდელი, ხოლო “ატლეტიკოს” ყოფილი არგენტინელი ფორვარდით, სერხიო აგუეროთი გააძლიეროს. ფლორენტინო პერესი ზაფხულში ბენზემას გაყიდვას და სხვა სუპერფორავრდის მოყვანას გეგმავს. “რეალის” პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი კი სწორედ აგუეროს ყიდვაა, რომელიც “სიტიში” წლებია, რაც სტაბილურად ასპარეზობას ახერხებს.

5. ედენ აზარი “რეალში”

ედენ აზარმა თავისი საუკეთესო სეზონი ჩაატარა პრემიერ-ლიგაში, გახდა აღნიშნული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ასე, რომ ბელგიელმა ჰავბეკმა ყვეალფერი გააკეთა იმისათვის, რომ მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში შესულიყო. “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელები ბელგიელ გარემარბს გარეტ ბეილის ალტერნატივად მიიჩნევენ.

4. რაფაელ ბენიტესი “რეალში”

“რეალ მადრიდმა” კარლო ანჩელოტი პოსტიდან უშედეგო სეზონის გამო გაათავისუფლა. “სამეფო კლუბს” უამრავ მენტორს უკავშირებენ, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტი რაფაელ ბენიტესზე იწერება.

3. დავიდ დე ხეა “რეალში”

იკერ კასილიასი “რეალში” ოფიციალურად დარჩება, თუმცა რამდენად იქნება ის მომავალშიც “რეალის” ნომერ პირველი მეკარე, ჯერჯერობით უცნობია. ესპანელი ვეტერანი ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ არის, რაზედაც მისი არასტაბილურობაც მიგვანიშნებს. სწორედ ამიტომ, “რეალის” ხელმძღვანელობამ ახალი მეკარის ძიება დაიწყო. “სამეფო კლუბის” ინტერესთა სფეროში დავიდ დე ხეა მოექცა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. “ემიუს” გოლკიპერი თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავს, ამიტომაც “რეალს” ესპანელი გოლკიპერის ყიდვის საკმაოდ სერიოზული შანსი აქვს.

2. გარეტ ბეილი “მანჩესტერ სიტიში”

გარეტ ბეილი ამ სეზონში “რეალში” ცუდი სეზონი ჰქონდა. ამან, რა თქმა უნდა, უცხოურ ავტორიტეტულ გამოცემებში ალიაქოთი გამოიწვია. ბევრი ბეილის პრემიერ-ლიგაში დაბრუნებაზე წერს, ბევრი კი თვლის, რომ ბეილის არადამაჯერებელი თამაში მხოლოდ დროის ფაქტორია და შემდეგი სეზონიდან უელსელი “რეალს” ჩვეულ ფორმაში დაუბრუნდება.

ბეილის საქმიანობით ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ სიტი” ინტერესდება. ინვესტორები ედინ ჯეკოსა და სტევან იოვეტიჩის გაყიდვით აღებული ფულით ბეილის ყიდვას შეეცდებიან. “რეალი” შესაძლოა ბეილს სატრანსფერო ფასის დავარდნამდე, ზაფხულშივე გაეყაროს, ანდაც გარისკოს და შემდეგი სეზონისთვისაც დაიტოვოს.

1.კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში”

კარლო ანჩელოტისთან ერთად შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმაც დატოვოს “რეალი”, რომელიც შიშობს, რომ სამომავლოდ კლუბში ანჩელოტის ნაირი მწვრთნელი ვერ მოვა და მისი შემტევ ხაზში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. რონალდუს, რა თქმა უნდა, ბევრი მთხოვნელი ჰყავს. მათ შორის გამოსარჩევია “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პსჟ”. ასეა თუ ისე, რონალდუსთვის ბრძოლაში ფავორიტი თავისი ყოფილი გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედია”. ინგლისელი ხელმძღვანელები ყვეალფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რონალდუ დაიბრუნონ და შემტევ ხაზში დი მარიას შეუწყვილონ.

 

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება