ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 455
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.01.2015, 9:38 PM
05.19.2024, 5:17 PM

რამდენი მწვრთნელი შეცვალა მადრიდის “რეალმა” ბოლო 10 წელში?

კატეგორია: LigaBBVA

ბოლო 10-წლეულის განმავლობაში “რეალ მადრიდის” სათავეში 10 მწვრთნელი იდგა! ეს სტატისტიკა მეტწილად კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის დამსახურებაა. პერესი “სამეფო გუნდში” ისეთ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს არ აჩერებს, რომლებსაც შედეგი არ მოაქვს. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში “რეალს” სტაბილურობა აკლია, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, “თეთრები” დიდ წარმატებას აღწევენ.

მაგალითად, ანჩელოტიმ გასულ სეზონში “რეალს” სანატრელი მე-10 ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებნა, თუმცა, წელს “პაპა კარლო” გააგდეს… თუ რატომ, ეს ყველასთვის ცნობილია!

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში “რეალის” თავკაცის პოსტი ყველაზე დიდხანს ჟოზე მოურინიოს ეკავა. პორტუგალიელი სპეციალისტი 36 თვის, ანუ 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა მადრიდელებს. სეუ ჟოზეს მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი 72 იყო.

რაც შეეხება ანჩელოტის, ის 23 თვის განმავლობაში ედგა “რეალს” სათავეში და ჩატარებული მატჩების 75 % მოიგო. ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა მანუელ პელეგრინის, თუმცა ამ უკანასკნელმა კლუბში 11 თვე იმუშავა.

სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, რომ კარლო ანჩელოტიმ “რეალს” ყველაზე მეტი მატჩი მოაგებინა ბოლო 11 მწვრთნელიდან, თუმცა ის მაინც გაუშვეს!

ფაბიო კაპელო კი გუნდს 2-ჯერ ედგა სათავეში: ჯერ 1996–1997 წლებში, შემდეგ კი 2006–2007 წლების სეზონში. მან ჩატარებული მატჩების მხოლოდ 56 % მოიგო. სხვანაირად რომ ვთქვათ, კაპელო “რეალში” ჩატარებულ ყოველ მე-2 შეხვედრას იგებდა, ანუ 2-დან 1-ს, რაც ძალიან დაბალი შედეგია. სამაგიეროდ, ფაბიომ “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. პრინციპში, ეს მისი ერთადერთი ჯილდოა მადრიდულ ბანაკში.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “რეალის” ბოლო 11 მწვრთნელიდან 6 მათგანს (კამაჩო, რემონი, ლუქსემბურგო, ლოპეზ კარო, ხუანდრე რამოსი და პელეგრინი) ერთი ტიტულიც არ მოუგიათ. ყველაზე მეტი ტიტული კი ანჩელოტიმ მოიპოვა – 4, თანაც ერთი მათგანი სანატრელი ჩემპიონთა ლიგა იყო!

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება