ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ ლა ლიგის 2014/15 წლების სეზონის 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი დაასახელა და სიმბოლური გუნდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოქმედ ჩემპიონთაგან ორი ფეხბურთელია შეყვანილი. მედიის აზრით, “ბარსელონას” მცველებისთვის, ვერმაელენისთვის და დუგლასისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელი იყო.
მეკარე: გილერმო ოჩოა (“მალაგა”).
მცველები: დუგლასი (“ბარსელონა”), ეგორ ფილიპენკო (“მალაგა”), თომაშ ვერმაელენი (“ბარსელონა”), კრისტიან ანსალდი (“ატლეტიკო”).
ნახევარმცველები: ბრუნო ზუკოლინი (“კორდობა”), ლუკას სილვა (“რეალი”), ფედე კარტაბია (“კორდობა”).
ფორვარდები: ალესიო ჩერჩი (“ატლეტიკო”), ალფრეო ფინბოგასონი (“სოსიედადი”), ჟერარდ დეულოფეუ (“სევილია”)