გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ლონდონის “ჩელსისა” და ტაილანდის გუნდს შორის, რომელიც არისტოკრატთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
ერთადერთი გოლის ავტორი 17 წლის ინგლისელი ფეხბურთელი დომინიკ სოლანკე გახდა, რომელმაც მეტოქის კარი მე-13 წუთზე აიღო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს მისი 42-ე გოლი იყო. “ჩელსის” 18 წლამდელთა გუნდში ის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ევროპის მაშტაბით მსგავსი შედეგი ლეო მესის (43 გოლი ლა ლიგაში) და კრიშტიანო რონალდუს (48 გოლი ლა ლიგაში) აქვთ.