საკმაოდ საინტერესო სიახლეს აქვეყნებს Eurosport-ი. წყარო ლიონელ მესის არანორმალური ფორმის შესახებ წერს.
Eurosport-ის აზრით ლიონელ მესის ასეთი თამაში მისმა წონამ გამოიწვია. როგორც იცით, გასულ წელს არგენტინელი არც თუ ისე კარგ სათამაშო ფორმაში იყო.
წყაროს ცნობით, ეს იმით იყო განპირობებული, რომ მესიმ წონაში მოიმატა…
ახლა კი იწერება, რომ არგენტინელს 5 კილო აქვს დაკლებული, რაც მის თამაშზეც აისახა დადებითად.