„დორტმუნდის ბორუსიას" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს „რეალის" ხელმძღვანელობასთან, უფრო მეტიც იგი მინიმუმ 6 თვით ემშვიდობება საფეხბურთო კარიერას.
„არ ვარ დაინტერესებული „რეალში" მუშაობით, მომდევნო 6 თვე დავისვენებ. შემდეგ რა მოხდება არ ვიცი, ვნახოთ. მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს." - განაცხადა იურგენ კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად „რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თანამდებობა დატოვა მისი შემცვლელი კი მომდევნო კვირაში დასახელდება.